ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტი 2023 წლის 25 მაისს გამართავს პროფესორ თემურ კობახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას
ტექსტი და მისი ინტერპრეტაცია
კონფერენცია ინტერდისციპლინარულია და მიესალმება მოხსენებებს, რომლებიც შეეხება:
ტექსტის ინტერპრეტაცია ლიტერატურათმცოდნეობაში;
ტექსტის ინტერპრეტაცია სხვა მწერლების ნაწარმოებებში;
ტექსტის ინტერპრეტაცია ხელოვნების სხვადასხვა დარგში (თეატრი, კინემატოგრაფი, ბალეტი და სხვ.);
თარგმანი, როგორც ტექსტის ინტერპრეტაცია.
თეზისების (100 სიტყვამდე) გადმოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 მაისი.
საკონტაქტო ელ. ფოსტა: textandinterpretation@gmail.com
საკონტაქტო პირები: პროფესორი მანანა გელაშვილი; დოქტორანტი ლიზი ძაგნიძე
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი.
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება. მოხსენებები სრული სახით უნდა წარმოდგენილი იყოს მაისის ბოლომდე.
სტატიების კრებული განთავსდება თსუ-ს ბიბლიოთეკის რეპოზიტორზე.
სტატიის გაფორმების წესი იხ. დანართში.